NEOKADRIXTECHNOLOGY FOR CREATIVE WORK

საცავები

შენი საცავი. შენი არჩევანი.

პლატფორმის გამო მთელი ინფრასტრუქტურის შეცვლა საჭირო არ უნდა გახდეს. საცავის ტიპი, მდებარეობა და დანიშნულება შენს გარემოზე მორგებული ადაპტერებით უკავშირდება მედიის სამუშაო პროცესს.

ადგილობრივი საცავი შემოწმებულია

მოდულური საცავის სერვერები და ქსელური ინფრასტრუქტურა
შესაძლებლობის საილუსტრაციო გამოსახულება

ვისთვისაა შექმნილი

IT გუნდებისთვის, სისტემური ინტეგრატორებისთვის და არქივის ხელმძღვანელებისთვის.

01

ადგილობრივი და საერთო საცავი

სერვერის შიდა HDD ან SSD, RAID, ქსელური საქაღალდე და SAN/vSAN გარემო — არჩევანი კონკრეტულ ბრენდზე არ არის მიბმული.

02

ორიგინალი და სამუშაო ასლები

ორიგინალისა და პროქსი-ასლების მდებარეობა ცალ-ცალკე განისაზღვრება. სამუშაო ასლები შეიძლება სხვა საცავში ინახებოდეს.

03

აქტიური მასალა და არქივი

სწრაფ სამუშაო საცავსა და გრძელვადიან არქივს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ცივი არქივიდან მასალა ჯერ აღდგება, შემდეგ გამოიყენება.

04

გაფართოების მიმართულებები

ობიექტური საცავი, ღრუბელი და LTO/LTFS ცალკე ადაპტერისა და გარემოს შემოწმებით ერთვება.

როგორ ერთვება სამუშაოში

  1. 01დააკავშირე
  2. 02აღწერე
  3. 03გამოიყენე
  4. 04დაარქივე

შენი გუნდი. შენი სამუშაო გარემო.

მოვარგოთ პლატფორმა შენს ამოცანებს.

დაგვიკავშირდი